Wednesday, December 9, 2009

ერთი საუკეთესო დღე ჩემი ცხოვრებიდან




ყველა დამიანს აქვს თავისი სამახსოვრო და საყვარელი დღე რომელსაც დანარჩენებისგან არჩევს, ზოგს შეიძლება ერთი, ორი ან მეტი ასეთი დღე ჰქონდეს. მე მაინც ვფიქრობ რომ ასეთი განსაკუთრებული მაინც ერთი დღე უნდა იყოს. ჩემი ყველაზე სამახსოვრო და საუკეთესო დღე 1 აგვისტო, ჩემი ქორწილის დღე იყო, როცა ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასე უსაზღვროდ ბედნიერი, ეს იყო რაღაც ენითაღუწერელი, რომლის გადმოსაცემად სიტყვები არ მყოფნიდა... რათქმაუნდა ჩემს ცხოვრებაშიც ყოფილა არაერთი დღე რომელიც არასდროს დამავიწყდება მაგრამ ამ დღეს მაინ ვერცერთს ვერ შევადარებ.

Wednesday, December 2, 2009

რას ვერ შევიტყობთ ტელეკომპანია რუსთავი 2_ისგან განსხვავებით მისი საიტისა


რუსთავი 2_ის საიტისგან შევიტყვე რომ ფოტო კონკურსია თემაზე: ”ეს როცა მოხდა მე იქ ვიყავი” ეს გახლავთ ამ კვირის თემა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, გამარჯვებული რუსთავი 2-ისგან მიიღებს სამახსოვრო ჯილდოს.

კიდევ ერთი სიახლე რომელიც ჩემთვის ნამდვილად უცნობი იყოლავთ ის რომ: ”სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 სკოლის მოსწავლეებსა დაუდენტებს სთავაზობს საინტერესო ტურებს ცენტრალურ ოფისში. რუსთავი 2-ის ტურის მეშვეობით სტუმრებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ ტელევიზიის სხვადასხვა განყოფილება, საეთეროები, სტუდია; მოინახულონ ის ადგილები, სადაც იქმნება მათთვის კარგად ცნობილი სატელევიზიო პროგრამები. ტურის ხანგრძლივობა 1 საათია და მას გაუძღვება რუსთავი 2-ის ტურმენეჯერი. პროგრამა ითვალისწინებს შეხვედრებსა და გასაუბრებას კომპანიის მენეჯერებსა და სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემის წამყვანებთან. ტურებზე მოსახვედრად საჭიროა ჯგუფური რეგისტრაციის გავლა რუსთავი 2-ის ტურის ვებგვერდზე.”

რუსთავი 2_ის ინტერნეტ საიტს აქვს ფორუმი სადაც მომხმარებელს შეუძლია გამოეხმაუროს, გამოთქვას თავისი აზრი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ეს იქნება სატელევიზიო პროექტები თუ გადაცემები, პოლიტიკური თემები, განათლება და მევნიერება, მედიცინა და ჯანმრთელობა და ასე შემდეგ...


საიტზე დევს ასევე პოპულარული ვიდეოები, რომლის შესახებაც ტელევიიზით ვერ შევიტყობთ.


სხვა დანარჩენი კი რაც რუსთავი 2-ის საიტზე ვნახე შესაძლებელია ტელევიზიიდანაც შეიტყო.