

![]() | განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია |
20 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს "განათლების მართვის პროექტი"-ს ახალი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის "განათლების ადმინისტრირების" საზეიმო გახსნა გაიმართა.
ახალი პროგრამის მიზანია განათლების სექტორისათვის თანამედროვე მენეჯერების მომზადებაა. პროექტის პარტნიორია კალიფორნიის ლოს-ანჟელესის უნივერსიტეტი UCLA.
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში შტეფან ტრექსელის წიგნის- "ადამიანის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში" - პრეზენტაცია. გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: კოტე კუბლაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი ტუღუში, საქართველოს სახალხო დამცველი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული წიგნის გამოცემა იურიდიული ლიტერატურისთვის დიდი შენაძენია და მნიშვნელოვანი მოვლენაა საერთაშორისო სისხლის საპროცესო უფლებების სისტემატიზაციისა და ანალიზის საქმეში; წიგნი განკუთვნილია როგორც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი იურისტებისა და მეცნიერებისთვის.